მესის გაფორების მიუხედავად, პსჟ-ს არ ჰყავს ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა #1TVSPORT
ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ შეადგინა ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობების მქონე გუნდების რეიტინგი.
მიუხედავად იმისა, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიონელ მესი გაიფორმა, შემადგენლობის ღირებულებით პარიზული კლუბი მხოლოდ მეორე ადგილზეა. მას უსწრებს „მანჩესტერ სიტი“, რომელიც ერთადერთი გუნდია რეიტინგში, რომლის ფეხბურთელთა საერთო ფასი მილიარდ ევროს აჭარბებს.
- მანჩესტერ სიტი – 1,06 მილიარდი
- პსჟ – 993,75 მილიონი
- ლივერპული – 904,50 მილიონი
- ჩელსი – 896,50 მილიონი
- მანჩესტერ იუნ – 858,25 მილიონი
- რეალი – 848,50 მილიონი
- ბაერნი – 818,50 მილიონი
- ბარსელონა – 763,00 მილიონი
- ატლეტიკო – 729,40 მილიონი
- ტოტენჰემი – 704,00 მილიონი