მესის გაფორების მიუხედავად, პსჟ-ს არ ჰყავს ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა #1TVSPORT
მესის გაფორების მიუხედავად, პსჟ-ს არ ჰყავს ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა #1TVSPORT

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ შეადგინა ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობების მქონე გუნდების რეიტინგი.

მიუხედავად იმისა, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიონელ მესი გაიფორმა, შემადგენლობის ღირებულებით პარიზული კლუბი მხოლოდ მეორე ადგილზეა. მას უსწრებს „მანჩესტერ სიტი“, რომელიც ერთადერთი გუნდია რეიტინგში, რომლის ფეხბურთელთა საერთო ფასი მილიარდ ევროს აჭარბებს.

  1. მანჩესტერ სიტი – 1,06 მილიარდი
  2. პსჟ – 993,75 მილიონი
  3. ლივერპული – 904,50 მილიონი
  4. ჩელსი – 896,50 მილიონი
  5. მანჩესტერ იუნ – 858,25 მილიონი
  6. რეალი – 848,50 მილიონი
  7. ბაერნი – 818,50 მილიონი
  8. ბარსელონა – 763,00 მილიონი
  9. ატლეტიკო – 729,40 მილიონი
  10. ტოტენჰემი – 704,00 მილიონი