მესის ფაქტორი - „ინტერ მაიამის“ მატჩებზე სეზონის ბოლომდე ყველა ბილეთი გაიყიდა #1TVSPORT
ლიონელ მესის „ინტერ მაიამიში“ გადასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ სეზონის ბოლომდე გუნდის ყველა მატჩზე (გასვილითი შეხვედრების ჩათვლით) დასასწრები ბილეთები გაიყიდა, – იუწყება As-ი.
გამოცემის ინფორმაციით, მესის ფაქტორის გამო კლუბის ხელმძღვანელები აქტიურად განიხილავენ სტადიონის შეცვლას, რადგან „ინტერ მაიმის“ საშინაო არენა მხოლოდ 18 ათას მაყურებელს იტევს.
თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდამ „ინტერ მაიამიში“ გადასვლის შესახებ 7 ივნისს განაცხადა. ლიონელ მესიმ პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. გასულ სეზონში არგენტინელმა თავდამსხმელმა „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში 41 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და 20 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.