მესის ეჭვი ეპარება პსჟ-სთან კონტრაქტის გაგრძელებაში #1TVSPORT
მესის ეჭვი ეპარება პსჟ-სთან კონტრაქტის გაგრძელებაში #1TVSPORT

ლიონელ მესი არ ჩქარობს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გაგრძელებას.

როგორც TyC Sports-ის ჟურნალისტი გასტონ ედული წერს, არგენტინელს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ღირს ამ სეზონის დასრულების შემდეგ პარიზულ კლუბში დარჩენა. ამასთან დაკავშირებით, მესიმ გადადო შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობასთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო.

აღნიშნავენ, რომ ამჟამად მესი ფიქრობს თავის კარიერაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებამდე მას სურს, იცოდეს, რა სურს კარიერის ბოლო წლებისგან.

„ამ მომენტისთვის მესი მხოლოდ პსჟ-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. არ არის მართალი, რომ მას კონტაქტი ჰქონდა „ბარსელონასთან“ ან საუდის არაბეთისა და აშშ-ის კლუბებთან.

მსოფლიო ჩემპიონატის დროს მესის პრინციპული შეთანხმება ჰქონდა „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალ კონტრაქტზე – ეს ინფორმაცია მისი გარემოცვიდანაა. ახლა შეხვედრები გადადებულია და ეს მოხდა არა პსჟ-ს, არამედ მესის გამო. მას ეჭვი ეპარება. თუმცა ის სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს“, – თქვა ედულმა.

ამ სეზონში 35 წლის მესიმ 23 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.