მესის ცოლმა კრივში ვარჯიში დაიწყო (ვიდეო)
მესის ცოლმა კრივში ვარჯიში დაიწყო (ვიდეო)

„ბარსელონას“ კაპიტნის ლიონელ მესის ცოლმა ანტონელა როკუცომ კრივში ვარჯიში დაიწყო.

როგორც ირკვევა, სამი შვილის დედა უკვე ერთი თვეა ინტენსიურად ვარჯიშობს. ანტონელამ თავისი წარმატებები „ინსტაგრამში“ საკუთარ 13.2 მილიონ გამომწერს გაუზიარა.

„ერთი თვის წინ დავიწყე და ჯერ ისევ ვსწავლობ. ძალიან მომწონს“, – მიაწერა ვიდეოს ანტონელამ.

მესიმ და როკუცომ 2017 წელს იქორწინეს. მათ სამი ვაჟი ჰყავთ – ტიაგო, მატეო და ჩირო.