მესიმ ზედიზედ მეორე მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა - „ინტერ მაიამიმ“ MLS-ის რეგულარული სარეკორდო ქულებით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
მესიმ ზედიზედ მეორე მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა - „ინტერ მაიამიმ“ MLS-ის რეგულარული სარეკორდო ქულებით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

MLS-ში დასრულდა რეგულარული ჩემპიონატი. ბოლო ტურში ლიდერმა „ინტერ მაიამიმ“ საკუთარ მოედანზე 6:2 გაანადგურა „ნიუ ინგლენდ რევოლუშენი“.

ფლორიდელთა რიგებში ჰეთთრიკი შეასრულა ლიონელ მესიმ, დუბლი ჰქონდა ლუის სუარესს და კიდევ ერთი გოლი ბენჰა კრემასკიმ გაიტანა. ასევე მესიმ ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა, სუარესმა – ორი. აღსანიშნავია, რომ მესი 57-ე წუთზე შევიდა მოედანზე, როცა ანგარიში 2:2 იყო.

მესიმ და სუარესმა 20-20 გოლით დაასრულეს რეგულარული ჩემპიონატი. არგენტინელს 10 შედეგიანი პასი ჰქონდა, ურუგვაელს – ცხრა. ამასთან, მესიმ 19 მატჩი ჩაატარა, სუარესმა – 27.

აღსანიშნავია, რომ მესისთვის ეს იყო ზედიზედ მეორე ჰეთთრიკი – მანამდე მან სამი გოლი გაუტანა მსოფლიოს 2026 წლის შესარჩევში ბოლივიის ნაკრებს.

„ინტერ მაიამიმ“ 74 ქულით დაასრულა MLS-ის რეგულარული, რაც ლიგის ახალი რეკორდია. პლეი ოფის პირველ რაუნდში (1/4-ფინალი) მესის გუნდი „მონრეალსა“ და საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედს“ შორის მოგებულს შეხვდება.