მესიმ თავისი მე-8 „ოქროს ბურთი“ „ბარსელონას“ მუზეუმს გადასცა #1TVSPORT
„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ თავის კარიერაში მე-8 „ოქროს ბურთი“ საკლუბო მუზეუმს გადასცა, – იტყობინება ჟურნალისტი მიკელ ბლასკესი.
არგენტინელმა ეს ჯილდო მაშინ მოიგო, როცა „ბარსელონაში“ აღარ თამაშობდა, მაგრამ გადაწყვიტა, პრიზი მიეცა იმ მუზეუმისთვის, სადაც ინახება მისი შვიდი წინა „ოქროს ბურთი“.
მესი „ბარსელონაში“ 2003-21 წლებში თამაშობდა. ახლა ის „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელია.