მესიმ პსჟ-დან წასვლა გამოაცხადა #1TVSPORT
მესიმ პსჟ-დან წასვლა გამოაცხადა #1TVSPORT

არგენტინელმა ფორვარდმა, ლიონელ მესიმ „პარი სენ-ჟერმენიდან“ წასვლის შესახებ გამოაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა წარმომედგინა „პარი სენ-ჟერმენი“. მომწონდა ამ გუნდში თამაში მაღალი დონის ფეხბურთელებთან ერთად. მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბს პარიზში თამაშის ბრწყინვალე გამოცდილებისთვის“, – განაცხადა მესიმ ESPN-თან ინტერვიუში.

ორი სეზონის განმავლობაში „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში მესიმ 74 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მესიმ შეიძლება კარიერა გააგრძელოს MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამიში“, საუდის არაბეთის „ალ-ჰილალში“ ან „ბარსელონაში“.