მესიმ „პარი სენ-ჟერმენს“ ბოდიში მოუხადა #1TVSPORT
მესიმ „პარი სენ-ჟერმენს“ ბოდიში მოუხადა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც კლუბმა ორი კვირით ჩამოაშორა ვარჯიშებს საუდის არაბეთში დაუკითხავად გამგზავრების გამო. არგენტინელმა აღიარა, რომ სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო.

„ვფიქრობდი, რომ მატჩის შემდეგ გამოსასვლელი დღე გვექნებოდა, როგორც ყოველთვის. მე ვიყავი ამ მგზავრობის ორგანიზატორი და არ შემეძლო მისი გაუქმება. ადრე ერთხელ გავაკეთე ასეთ რამ. ბოდიშს ვუხდი პარტნიორებს და ველოდები კლუბის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მესიმ.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიონელ მესი ორი კვირით ჩამოაშორა არა მხოლოდ მატჩებს, არამედ გუნდთან ერთად ვარჯიშებს და ამ პერიოდში ფეხბურთელი ვერ მიიღებს ხელფასს. ეს თანხა 2 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის მესის კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2023 წლის 30 ივნისს იწურება.