მესიმ MLS-დან ძალიან სარფიანი წინადადება მიიღო – არგენტინელი სულ მალე მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი მომავლის შესახებ #1TVSPORT

19:25, 11.03.2023

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა საკუთარ „ტვიტერში“ წერს, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ, შესაძლოა, ზაფხულში დატოვოს კლუბი.

როგორც ჟურნალისტი იტყობინება, არგენტინელმა ძალიან სარფიანი წინადადება მიიღო MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამიდან“, თუმცა პარიზელები ცდილობენ ფორვარდის მინიმუმ ერთი წლით შენარჩუნებას.

ასევე აღნიშნავენ, რომ მესი თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს.

მსგავსი