მესიმ MLS-დან ძალიან სარფიანი წინადადება მიიღო - არგენტინელი სულ მალე მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი მომავლის შესახებ #1TVSPORT
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა საკუთარ „ტვიტერში“ წერს, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ, შესაძლოა, ზაფხულში დატოვოს კლუბი.
როგორც ჟურნალისტი იტყობინება, არგენტინელმა ძალიან სარფიანი წინადადება მიიღო MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამიდან“, თუმცა პარიზელები ცდილობენ ფორვარდის მინიმუმ ერთი წლით შენარჩუნებას.
ასევე აღნიშნავენ, რომ მესი თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს.