მესიმ ისაუბრა, ითამაშებს თუ არა მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
მესიმ ისაუბრა, ითამაშებს თუ არა მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, არგენტინის ნაკრების უკვე ლეგენდად ქცეულმა თავდამსხმელმა, 35 წლის ლიონელ მესიმ ისაუბრა, ითამაშებს თუ არა მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2026 წელს გაიმართება.

„არ ვიცი, იმ ასაკში, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონატის დროს ვიქნები, შევძლებ თუ არა შესაბამის დონეზე თამაშს. მე მიყვარს ფეხბურთი, მიყვარს ფეხბურთის თამაში და სანამ ფორმაში ვიქნები, ვითამაშებ. ახლა ფორმაში ვარ, ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებ და თამაშს ვაგრძელებ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან შორს არის. მალე 36 წლის გავხდები და ვნახოთ, როგორ წარიმართება ჩემი კარიერა და სად ვიქნები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე“.

შეგახსნებთ, რომ მომავალი მუნდიალი, რომელსაც აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ, 2026 წლის 3 ივნისს დაიწყება.