მესიმ ფასიოსა და ლო სელსოს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში აუკრძალა

22:16, 13.07.2018

როგორც არგენტინული ტელეკომპანია El Chiringuito TV ირწმუნება, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ ვეტო დაადო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მცველის ფედერიკო ფასიოსა და ნახევარმცველის ჯოვანი ლო სელსოს თამაშს.

ფასიომ მთელი ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა, ლო სელსო კი ერთი წუთიც არ ყოფილა მოედანზე.

ასე რომ, დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მესის პირდაპირი გავლენა ჰქონდა არგენტინის ნაკრების შემადგენლობის ფორმირებაზე.

არგენტინელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალამდე მიაღწიეს და საფრანგეთთან წააგეს – 3:4.

მსგავსი