მესიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს „ოქროს ბურთს“ #1TVSPORT
მესიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს „ოქროს ბურთს“ #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების კაპიტანს, ლიონელ მესის მიაჩნია, რომ 2024 წლის „ოქროს ბურთს“ ყველაზე მეტად მისი თანამემამულე ლაუტარო მარტინესი იმსახურებს.

მარტინესი მოხვდა „ოქროს ბურთის“ 30 პრეტენდენტს შორის. გამარჯვებული 28 ოქტომბერს პარიზში გამოცხადდება.

„მას შთამბეჭდავი წელი ჰქონდა. გაიტანა გოლი კოპა ამერიკას ფინალში და გახდა საუკეთესო ბომბარდირი. ის ყველაზე მეტად იმსახურებს „ოქროს ბურთს“, – მოჰყავს მესის სიტყვები Gazzetta dello Sport-ს.

2024 წელს ლაუტარო მარტინესი იტალიის ჩემპიონი გახდა „ინტერის“ შემადგენლობაში, თან სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მოიპოვა, ასევე არგენტინის ნაკრებში მოიგო კოპა ამერიკა.