მესი პსჟ-სთან კონტრაქტს გააგრძელებს - ახალი გარიგების შესახებ ამ კვირას გამოაცხადებენ #1TVSPORT
მესი პსჟ-სთან კონტრაქტს გააგრძელებს - ახალი გარიგების შესახებ ამ კვირას გამოაცხადებენ #1TVSPORT

ლიონელ მესი ახლოს არის „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან.

გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, არგენტინელი ერთი სეზონით გააგრძელებს ხელშეკრულებას პარიზულ კლუბთან – 2024 წლის ზაფხულამდე.

35 წლის მესი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ პსჟ-ს დაუბრუნდა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ უკვე ამ კვირას გამოაცხადებენ.

აღნიშნავენ, რომ მესი კონტრაქტს აგრძელებს, რადგან სურს ტოპ-დონეზე თამაშის გაგრძელება.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონზე ლიონელ მესიმ შვიდი გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.