არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი ეროვნულ გუნდში მომავალ თვეში დაბრუნდება. ამის შესახებ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ განაცხადა .
მესი სამთვიან დისკვალიფიკაციას იხდის, რომელიც სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციისგან (CONMEBOL) აგვისტოში მიიღო.
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკაზე მესამე ადგილისთვის მატჩის შემდეგ, მესიმ სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია კორუფციაში დაადანაშაულა და დაჯილდოების ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადა. მოგვიანებით, „ბარსელონას“ ფეხბურთელმა საკუთარი სიტყვებისთვის ბოდიში მოიხადა.
„მესი დღეს არ არის ნაკრებში დისკვალიფიკაციის გამო. რაც შეეხება სერხიო აგუეროს, მას ტრავმა აწუხებს და არ შეუძლია სრულფასოვნად მუშაობა არც ნაკრებში და არც „მანჩესტერ სიტიში“. რა თქმა უნდა, ნოემბერში ისინი გუნდთან ერთად იქნებიან“, – განაცხადა სკალონიმ.
არგენტინამ ბოლო დღეებში ორი საჩვენებელი მატჩი ჩაატარა – 2:2 ითამაშა გერმანიასთან და ეკვადორს 6:1 მოუგო.