მესი, მბაპე, შვიოტეკი და გრაინერი ყველაზე გავლენიანი ადამიანების TOP 100-ში მოხვდნენ #1TVSPORT
ავტორიტეტულმა გამოცემა Time-მა 2023 წელს მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის რეიტინგი გამოაქვეყნა.
სპორტსმენებიდან ამ პრესტიჟულ სიაში მოხვდნენ: „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდები ლიონელ მესი და კილიან მბაპე, ქალთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი იგა შვიოტეკი, სამთო მოთხილამურე მიკაელა შიფრინი, „კანზას სიტი ჩიფსის“ კვოტერბეკი პატრიკ მაჰოუმსი და კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი.
მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, მბაპემ კი ამ ტურნირზე ფინალში ითამაშა და ჰეთ-თრიკი შეასრულა. მაჰოუმსმა 2023 წელს სუპერბოული მოიგო და სეზონის უძვირფასესი მოთამაშე გახდა, შვიოტეკმა 2022 წელი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულა, შიფრინმა მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი დაამყარა სამთო თხილამურების მსოფლიო თასზე მოგებული ეტაპების რაოდენობით, გრაინერი კი, რომელიც რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის გაასამართლეს, რუსული ციხიდან კრიმინალსა და იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტზე გაცვალეს.