ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ გამოაქვეყნა ლა ლიგას ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი. ტოპ-ათეულს სათავეში ჩაუდგა „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი, რომელიც 99.25 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
აღვნიშნავთ, რომ საუკეთესო ხუთეულში არ არის არც ერთი ფეხბურთელი მადრიდის „რეალიდან“.
ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების TOP10:
- ლიონელ მესი (ბარსელონა) – 99.25 მლნ.
- იან ობლაკი (ატლეტიკო) – 89 მლნ
- ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო) – 79.4 მლნ
- ანსუ ფატი (ბარსელონა) – 79.4 მლნ
- ანტუან გრიზმანი (ბარსელონა) – 79.4 მლნ
- ტიბო კურტუა (რეალი) – 74 მლნ
- მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი (ბარსელონა) – 74 მლნ
- რაფაელ ვარანი (რეალი) – 69.5 მლნ
- ფრენკი დე იონგი (ბარსელონა) – 69.5 მლნ
- ფედერიკო ვალვერდე (რეალი) – 69.5 მლნ