ვებგვერდმა Sport360-მა შეადგინა ფეხბურთის ისტორიაში ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელთა სიმბოლური ნაკრები. საუკეთესო 11-ს შორის არ მოიძებნა ადგილი „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ ვარსკვლავებისთვის – ლიონელ მესისთვის და კრიშტიანო რონალდოსთვის.
მეკარეებს შორის ჯარიმების საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა როჟერიო სენი.
მცველები – რობერტო კარლოსი, სინიშა მიხაილოვიჩი, რონალდ კუმანი, დარიო სრნა;
ნახევარმცველები – რონალდინიო, ზიკო, ჟუნინიო პერნამბუკანო, დევიდ ბექჰემი;
ფორვარდები – დიეგო მარადონა, პელე.