მესი და პსჟ ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ #1TVSPORT

20:21, 15.01.2023

არგენტინელმა ფორვარდმა, ლიონელ მესიმ და „პარი სენ-ჟერმენმა“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით, – იტყობინება ინტერნეტ-გამოცემა TyC Sports-ი.

მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. არგენტინელის მიმდინარე კონტრაქტს ვადა წელს, ივნისში ეწურება.

35 წლის მესის ამ სეზონში 20 ოფიციალურ მატჩში 13 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემა აქვს.

მსგავსი