მესი და კრიშტიანო რონალდო 10 ყველაზე ძვირფას ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდნენ

19:59, 08.06.2020

სპორტული კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (CIES) გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სია.

ეკონომიკურმა ვარდნამ, რომელიც მსოფლიოში მოხდა კორონავირუსის პანდემიის გამო, მოთამაშეების ფასები დააგდო. ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად დარჩა „პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი კილიან მბაპე, თუმცა, მისი ღირებულება ექვს მილიონი ევროთი დაეცა. სრულად პლანეტის ყველაზე ძვირფასი მოთამაშეების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

კილიან მბაპე (პსჟ) – 259.2 მლნ. ევრო

რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი) – 194 მლნ

ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) – 179 მლნ

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული) – 172 მლნ

მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნ) – 152 მლნ

მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 144 მლნ

სადიო მანე (ლივერპული) – 139 მლნ

ანტუან გრიზმანი (ბარსელონა) – 136 მლნ

ალფონსო დევისი (ბაიერნი) – 133 მლნ

ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 118 მლნ

„ბარსელონას” კაპიტანმა ლიონელ მესიმ რეიტინგში 21-ე ადგილი დაიკავა – ის 100 მილიონ ევროდ შეაფასეს, „იუვენტუსის” ფორვარდი კრიშტიანო რონალდო 70-ე ადგილზე გავიდა – 62 მილიონი ევრო.

მსგავსი