მესი „ბარსელონას“ ტალიაფიკოს სთავაზობს
მესი „ბარსელონას“ ტალიაფიკოს სთავაზობს

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ კატალონური კლუბის ხელმძღვანელობას არგენტინის ნაკრებში თავისი პარტნიორის შეძენა შემთავაზა. ლაპარაკია ნიკოლას ტალიაფიკოზე, რომელიც დღეს ამსტერდამის „აიაქსში“ თამაშობს, – იტყობინება გამოცემა „დონ ბალონი“.

საქმე იმაშია, რომ „ბარსელონა“ ეძებს ძირითადი მარცხენა მცველის ჟორდი ალბას შემცვლელს. მესის მიაჩნია, რომ ტალიაფიკო ხანგრძლივ პერსპექტივაში შეძლებს ესპანელის შეცვლას.

არგენტინელის ტრანსფერი „ბარსელონას“, შესაძლოა, 35 მილიონი ევრო დაუჯდეს. 27 წლის ტალიაფიკოს მიმართ ინტერესს ასევე „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ იჩენენ.