მესი არგენტინის ნაკრებში ბრუნდება - პირობები დასახელებულია
მესი არგენტინის ნაკრებში ბრუნდება - პირობები დასახელებულია

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ წამოაყენა რამდენიმე მოთხოვნა, რომელთა მიხედვითაც „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი მონაწილეობას მიიღებს მაროკოსთან ამხანაგურ მატჩში, – იტყობინება „სინიუსი“ (CNews).

როგორც ირკვევა, მესი მაროკოელების წინააღმდეგ მინიმუმ 60 წუთს ითამაშებს, ფოტოები და ნებისმიერი ფეხებში ვარდნები აკრძალული იქნება. მაროკოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ შეძლებენ სელფის გადაღებას 31 წლის არგენტინელთან. ასევე აკრძალული იქნება მესისთან მაისურის გაცვლა.

მაროკოსა და არგენტინის მატჩი 26 მარტს, რაბატში „პრინც მულა აბდულას“ სტადიონზე გაიმართება.

მესის არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია, როცა მისი გუნდი მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრებთან 3:4 დამარცხდა.