14 ივნის სტარტი აიღო კოპა ამერიკამ. ლათინური ამერიკის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის, არგენტინის ნაკრების ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ საკუთარი გუნდის შესახებ ისაუბრა.
„არგენტინის ნაკრები ჩემზე დამოკიდებული არასდროს ყოფილა. ჩვენ ვცდილობთ ძლიერი კოლექტივის შექმნას. ამის გარეშე დასახულ მიზანს ვერ მივაღწევთ. ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენ ძლიერები ვართ ზუსტად ამ თვალსაზრისით და სწორი მიმართულებით მივდივართ. ნაკრების თითოეული შეხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო“, – განაცხადა ლიონელ მესიმ
წლევანდელ კოპა ამერიკაზე არგენტინის ნაკრები პირველ შეხვედრას ხვალ, 15 ივნისს, ჩილეს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბრაზილიამ ვენესუელა დაამარცხა (3:0), კოლუმბიამ კი ეკვადორს მინიმალური ანგარიშით სძლია (1:0).