მესი, აგუერო, დიბალა და დი მარია არგენტინის გაფართოებული შემადგენლობაში არიან
არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის კოპა ამერიკასთვის გაფართოებულ შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ასე გამოიყურება:
მეკარეები: ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ესტებან ანდრადა (ბოკა ხუნიორსი), აგუსტინ მარკესინი (ამერიკა), ხუან მუსო (უდინეზე, იტალია), ხურონიმო რული (რეალ სოსიედადი, ესპანეთი);
მცველები: რენცო სარავია (რასინგ აველიანედა), გაბრიელ მერკადო (სევილია, ესპანეთი), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ხერმან პეცელია (ფიორენტინა, იტალია), ვალტერ კანემანი (გრემიო, ბრაზილია), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი, ჰოლანდია), მარკუს აკუნია (სპორტინგი, პორტუგალია), რამირო ფუნეს მორი (ვილიარეალი, ესპანეთი), ხუან ფოიტი (ტოტენჰემი, ინგლისი);
ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი, ანხელ დი მარია (ორივე – პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ჯოვანი ლო სელსო (ბეტისი, ესპანეთი), ესეკილ პალასიოსი (რივერ პლეიტი), გვიდო როდრიგესი (ამერიკა), რობერტო პერეირა (უოტფორდი, ინგლისი), როდრიგო დე პაული (უდინეზე, იტალია), ფედერიკო სარაჩო (რასინგ აველიანედა), გონსალო მარტინესი (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია), მაქსიმილიანო მესა (მონტერეი, მექსიკა), ივან მარკონე (ბოკა ხუნიორსი);
ფორვარდები: ლიონელ მესი (ბარსელონა, ესპანეთი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ლაუტარო მარტინესი, მაურო იკარდი (ორივე – ინტერი), ანხელ კორეა (ატლეტიკო, ესპანეთი), მატიას სუარესი (რივერ პლეიტი).
არგენტინის ნაკრები 23-კაციან საბოლოო შემადგენლობას ორი კვირის შემდეგ დაასახელებს.
კოპა ამერიკა ბრაზილიაში 14 ივნისიდან 7 ივლისამდე გაიმართება.
ჯგუფურ ეტაპზე არგენტინა კოლუმბიასთან, პარაგვაისთან და ყატართან ითამაშებს.