მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც „დინამოში“ გაიტანა - 16 წლის ვახო სალია თბილისური გუნდის რეკორდსმენებში მოხვდა #1TVSPORT
მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც „დინამოში“ გაიტანა - 16 წლის ვახო სალია თბილისური გუნდის რეკორდსმენებში მოხვდა #1TVSPORT

ვახო სალია მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია დავით პეტრიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის შემდეგ, რომელმაც „დინამო თბილისის“ ფორმით უმაღლეს ლიგაში გაიტანა – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური აქვეყნებს.

„დინამო არენაზე“ გამართული ეროვნული ლიგის მესამე ტურის დაპირისპირება თბილისელებმა კარგად ჩაატარეს და 33-ე წუთზე სწორედ სალიას გოლით დაწინაურდნენ. 16 წლის ფეხბურთელმა ფლანგური გადაცემა ეფექტური თავური დარტყმით დაასრულა.

როგორც შემდეგ გაირკვა, სალიამ „დინამოს“ პრინციპულ ქართულ „კლასიკოში“ 3 ქულა მოუტანა. მატჩის დროს თბილისელთა შემტევი (დაიბადა 2007 წლის 30 აგვისტოს) 16 წლის და 193 დღის იყო.

ვახტანგ სალია „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. არის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომლის ფორმითაც 13 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.