ალექსანდრე იაშვილი - გადავწყვიტეთ, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ავსტრიაში მოვემზადოთ #1TVSPORT
ალექსანდრე იაშვილი - გადავწყვიტეთ, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ავსტრიაში მოვემზადოთ #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ევრო 2024-ისთვის საქართველოს ნაკრების მოსამზადებელი ეტაპის შესახებ ისაუბრა.

„2 ივნისს შევიკრიბებით და ავსტრიაში გავემგზავრებით. საგურამოში საუკეთესო პირობებია, კმაყოფილები ვიყავით ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების შეკრებით, მაგრამ, ვითარებიდან გამომდინარე, ასე გადავწყვიტეთ.

თბილისში ამხანაგური მატჩის გამართვა გვსურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვთამაშობთ და ვამჯობინეთ, ავსტრიაში წავიდეთ, სადაც საუკეთესო პირობებია და გერმანიაშიც სწრაფად გადავალთ.

რაც შეეხება ლორიას, მას საბერძნეთთან წითელი ბარათი აჩვენეს და დისკვალიფიკაციის გამო თურქეთთან მატჩს გამოტოვებს, მაგრამ მეორე შეხვედრაში დაგვემატება.

ევროპის ჩემპიონატზე ტურისტებად არ მივდივართ და დარწმუნებული ვარ, გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ამ მნიშვნელოვან ტურნირზე ღირსეულად ვითამაშოთ“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.