მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ღირსებას შვიდი მსროლელი დაიცავს #1TVSPORT
მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ღირსებას შვიდი მსროლელი დაიცავს #1TVSPORT

შესარჩევი ტურნირების დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ მესამე ევროპულ თამაშებზე ტყვიის სროლაში საქართველოდან – სამი ქალი და სამი ვაჟი, ხოლო სასტენდო სროლაში ერთი ვაჟი იასპარეზებს.

25 მეტრ დისტანციაზე სპორტული 5.6მმ პისტოლეტიდან სროლაში ნინო სალუქვაძე გამოვა.

ქალებში 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში პირად ჩათვლაში ლიზი კილაძე და მარიამ ფროდიაშვილი იასპარეზებენ, გუნდურში კი მათ ნინო სალუქვაძე დაემატება.

ვაჟების პირად პირველობაში ლევან ქადაგიძე და კაკო მოსულიშვილი ისვრიან, გუნდურში კი მათ ცოტნე მაჭავარიანი შეუერთდება.

შერეულ წყვილში ორი გუნდი გვეყოლება: კილაძე – მოსულიშვილი და ქადაგიძე – ფროდიაშვილი.

იაროსლავ სტარცევი მრგვალ სტენდზე ისვრის, მან ევროპული თამაშების საგზური კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაზე გასვლის შემდეგ მოიპოვა.

მესამე ევროპული თამაშები პოლონეთში 21 ივნისს გაიხსნება, მას კრაკოვი-მალოპოლსკის სავოევოდო უმასპინძლებს. შეჯიბრებები რამდენიმე ქალაქში იმართება, მსროლელთა ტურნირი კი კრაკოვიდან 300 კილომეტრის მოშორებით ჩატარდება.

თამაშების პროგრამაში შევიდა: სროლა (ტყვია და სასტენდო), მშვიდლოსნობა, სინქრონული ცურვა, ბადმინტონი, 3×3 კალათბურთი, პლაჟის ხელბურთი, კაიაკი და კანოე, ველოსპორტი, ფარიკაობა, ტანვარჯიში, ძიუდო, კარატე, თანამედროვე ხუთჭიდი, სამთო რბენა, შვიდკაცა რაგბი, ხელოვნურსაფარიანი ტრამპლინიდან ხტომა, მეკლდეურობა, მაგიდის ჩოგბურთი, ტრიატლონი, ფრენბურთი (პლაჟისა და კლასიკური), ჭიდაობა, ძალოსნობა და ბრეიქდანსი.

სპორტის რიგი სახეობებისთვის ეს შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატთან არის გათანაბრებული, გარკვეული სახეობებისთვის პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირია და გამარჯვებულებს ოლიმპიური ლიცენზიები პირდაპირ გადაეცემათ.