მერვე გასვლითი მატჩი უგოლოდ - მესიმ საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა #1TVSPORT
მერვე გასვლითი მატჩი უგოლოდ - მესიმ საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა #1TVSPORT

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში პსჟ „ლორიანს“ ესტუმრა და ფრე ითამაშა – 1:1.

პარიზელთა არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესისთვის ეს მერვე გასვლითი შეხვედრა იყო, რომელშიც გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ამგვარად, ლიონელ მესიმ საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა, როდესაც 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის მარტამდე რვა გასვლით მატჩში გოლი ვერ გაიტანა.

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ახლანდელი სტატისტიკა უჩვეულოდ მწირია – საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო 11 მატჩში ლიონელ მესი მხოლოდ ერთი გოლის ავტორი გახდა.

მომდევნო შეხვედრას „პარი სენ-ჟერმენი“ 9 იანვარს „ლიონის“ წინააღმდეგ გამართავს.