გერმანული საჯინიბო „მერსედესის“ ხელმძღვანელმა ტოტო ვოლფმა GranPX.news-თან განაცხადა, რომ გუნდი დაინტერესებულია ბრიტანელ ლუის ჰემილტონთან კონტრაქტის გაგრძელებით. ახალი ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ძველი კონტრაქტი კი 2020 წლის ბოლომდეა ძალაში.
„ჯერჯერობით ჩვენ მას ვაძლევთ მანქანას, რომლითაც შეიძლება მოგება, ამიტომაც ლუისს არ გააჩნია მიზეზები განიხილოს სხვა გუნდების შეთავაზებები. ჩვენი კი არ გვაქვს მიზეზი სხვა პილოტი ვეძებოთ.
ჩვენ ვუთხარით ლუისს, რომ გვინდა სეზონი მაღალ ნოტაზე დავასრულოთ, დავისვენოთ და შემდეგ განვიხილოთ – რა იქნება 2021 წელს“.
„მერსედესში“ ლუისი 2013 წლიდან გამოდის. ექვსი წლის განმავლობაში, ჰემილტონმა მოიგო ოთხი ტიტული და ძალიან ახლოს არის მეხუთეს მოპოვებასთან.