„მერსედესმა“ ლუის ჰემილტონის შემცვლელი დაასახელა - ლეგენდარული ბრიტანელის ადგილს 18 წლის იუნიორი დაიკავებს #1TVSPORT
ფორმულა 1-ის გერმანულმა გუნდმა „მერსედესმა“ გამოაცხადა გარიგების შესახებ ანდრეა კიმი ანტონელისთან.
2025 წელს 18 წლის იუნიორი „მერსედესში“ ლუის ჰემილტონის ადგილს დაიკავებს, რომელიც, თავის მხრივ, ახალ სეზონში „ფერარის“ პილოტი გახდება.
იტალიის გრანპრიზე, რომელიც ამ უქმეებზე გაიმართება, ანტონელის დებიუტი ჰქონდა „მერსედესში“ ოფიციალურ ვარჯიშზე და ბოლიდი დააზიანა.
მიმდინარე სეზონში იტალიელი, ფორმულა 3-ის გვერდის ავლით, ფორმულა 2-ში გადავიდა. ანტონელი ჩემპიონატში მეშვიდე პოზიციაზეა – მან ორ გამარჯვებას მიაღწია „პრემას“ გუნდის ბოლიდით.
2022 წელს ანტონელი იტალიური და გერმანული ფორმულა 4-ის ჩემპიონი გახდა, 2023 წელს კი ტიტულები მოიპოვა ფორმულას რეგიონულ ჩემპიონატებში ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.
2025 წელს ანტონელის მეწყვილე „მერსედესში“ ბრიტანელი ჯორჯ რასელი იქნება.