მერსედეს ვერა-მარტინი – „ფიტჩის“ რეიტინგის შედეგი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის დადასტურებაა

11:01, 26.02.2019

საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „ფიტჩ რეითინგის“ (Fitch Ratings) მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება.

კომპანიამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“  გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.

„ჩვენ მივულოცეთ თქვენს ხელისუფლებას ბოლო დროს გამოქვეყნებული რეიტინგის შედეგები, რომლებიც მაკროეკონომიკური პოლიტიკის მართლზომიერებისა და საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის დადასტურებაა,” – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა საქართველოს მთავრობის წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ფონდის მისია საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“ გაზარდა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი