მერკელი - მზად ვარ მტკივნეული დათმობებისთვის, თუ სარგებელი უარყოფით მხარეებს გადაწონის
მერკელი - მზად ვარ მტკივნეული დათმობებისთვის, თუ სარგებელი უარყოფით მხარეებს გადაწონის

მზად ვარ მტკივნეულ დათმობებზე წასასვლელად, თუ სარგებელი უარყოფით მხარეებს გადაწონის – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სამთავრობო კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ შეგვიძლია საბოლოო შეთანხმებაზე საუბარი, როდესაც ყველაფერი რეალურად შეთანხმდება. ჩვენ ჯერ კიდევ შესათანხმებელი გვაქვს მნიშვნელოვანი საკითხები: ჯანდაცვის, შრომითი კანონმდებლობისა და საერთშორისო საიმედოობის მიმართულებით. ეს ყველაფერი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხს და ძლიერ ეკონომიკას უკავშირდება“ – აღნიშნა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერის კონსერვატორები სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე მოლაპარაკებებს მარტინ შულცის, სოციალ-დემოკრატებთან აწარმოებენ.

არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ, გერმანიამ მთავრობის ფორმირება ჯერ კიდევ ვერ შეძლო. საბოლოო შეთნხმებას ორივე ბლოკი უახლოეს დღეებში პროგნოზირებს.