მერის არჩევნებში 64 მუნიციპალიტეტიდან 44-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ
მერის არჩევნებში 64 მუნიციპალიტეტიდან 44-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მერის არჩევნებში 64 მუნიციპალიტეტიდან 44-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა 50-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს.

საგარეჯოში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ავთანდილ გულიკაშვილი ხმათა 63.85 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილზე გავიდა „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ჯავახიშვილი 29.17 პროცენტით.

გურჯაანში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზურაბ უტიაშვილი ხმათა 60.83 პროცენტით იმარჯვებს. მეორე ადგილზე გავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სერგი კაკალაშვილი 39.17 პროცენტით.

სიღნაღში „ქართული ოცნების“ კანდიდატ მალხაზ ბეგიაშვილს ხმათა 59.59% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ზაზა პაპუაშვილს 37.51%.

დედოფლისწყაროში მმართველი პარტიის კანდიდატ ნიკოლოზ ჯანიაშვილს ხმათა 69.77% აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ თამაზ კოჭლამაზაშვილს კი 30.23%.

ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ კანდიდატ ჯონდო მდივნიშვილს 69.53% აქვს, ხოლო „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელ მალხაზ ნოზაძეს 30.47%.

ყვარელში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გივი ზაუტაშვილი ხმათა 57.27%-ს აგროვებს, ხოლო ალექსანდრე მჭედლიშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ 34.61%-ს.

ახმეტაში მმართველი პარტიის კანდიდატ ალექსი ფიცხელაურს 52.99% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ზურაბ ოტიაშვილს 47.01%.

გარდაბანში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით კარგარეთელმა ხმათა 60.71% მიიღო, ხოლო ბესიკ კახაბრიშვილმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ 36.87%.

მარნეულში მმართველი პარტიის კანდიდატი კენან ომაროვი ხმათა 68.19%-ს აგროვებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ელდარ მუსტაფაევი 28.19%-ს.

ბოლნისში „ქართული ოცნების“ კანდიდატ დავით შერაზადიშვილს ხმათა 72.55% აქვს, ხოლო ვახტანგ ჩაგელიშვილს „ნაციონალური მოძრაობიდან“ 27.45%.

დმანისში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ კობა მურადაშვილს ხმათა 52.06% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ტატუაშვილს 47.94%.

წალკაში მმართველი პარტიის კანდიდატ ილია საბაძეს 55.86% აქვს, ხოლო რუსლან ხუციშვილს „ნაციონალური მოძრაობიდან“ 23.61%.

თეთრიწყაროში „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი წიკლაურს ხმათა 64.51% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ვანო მაღალაშვილს 31.25%.

მცხეთაში მმართველი პარტიის კანდიდატი დიმიტრი ზურაბიშვილი ხმათა 54.81%-ს აგროვებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი 36.06%-ს.

დუშეთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ მანანა ნარიმანიძეს 65.97% აქვს, ხოლო ლეონიდე კვირკვეიშვილს „ნაციონალური მოძრაობიდან“ 23.34%.

ყაზბეგში ბაკური ავსაჯანიშვილი „ქართული ოცნებიდან“ ხმათა 65.8%-ს აგროვებს, ხოლო „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ კანდიდატი მანუჩარ დვალიშვილი 21.14%-ს.

კასპში მმართველი პარტიის კანდიდატ ვახტანგ მაისურაძეს 51.9% აქვს, ხოლო ნუგზარ ნონიაშვილს „ნაციონალური მოძრაობიდან“ 37.2%.

გორში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხმათა 51.66%-ს აგროვებს, ხოლო ვასილ მახარაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ 32.42%-ს.

ბორჯომში ოთარ არბოლიშვილი მმართველი პარტიიდან ხმათა 68.4%-ით იმარჯვებს, ხოლო გივი ჯოლბორდი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხმათა 31.6%-ს აგროვებს.

ახალციხეში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ლაზარაშვილი ხმათა 58.94%-ით ლიდერობს, ხოლო დავით ბალიაშვილს („ნაციონალური მოძრაობა“) 26.8% აქვს.

ადიგენში მმართველი პარტიის კანდიდატ გოჩა ქიმაძეს 64.33% აქვს, ხოლო მარეხ დათიაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“) 35.67%-ს აგროვებს.

ასპინძაში როსტომ მაგრაქველიძე „ქართული ოცნებიდან“ 68.17%-ით იმარჯვებს, გიორგი გიორგაძეს („ნაციონალური მოძრაობა“) კი 31.83% აქვს.

ახალქალაქში მმართველი პარტიის კანდიდატი ​მელქონ მაკარიანი 82.22%-ით ლიდერობს, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ არსენ კარაპეტიანს კი 9.9% აქვს.

ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ანივარდ მოსოიანი 82.53%-ით იმარჯვებს, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატ სურენ მოსოიანს 12.85% აქვს.

ონში სერგო ხიდეშელი („ქართული ოცნება“) 55.41%-ით ლიდერობს, იმედა მეშვილდიშვილს (გახარია – საქართველოსთვის) კი 32.04% აქვს.

ამბროლაურში „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზვიად მხეიძეს 59.53% აქვს, ხოლო „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატი ფარნაოზ ბაკურაძე 19%-ს აგროვებს.

ლენტეხში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ გია ონიანს 78.93% აქვს, ჯამლათ გვიდიანს (გახარია – საქართველოსთვის) 21.07% აქვს.

მესტიაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი 64.34%-ით იმარჯვებს, ხოლო გეგი გულედანს „ლელოდან“ ხმათა 10.65% აქვს.

ხარაგაულში კობა ლურსმანაშვილი („ქართული ოცნება“) 57.88%-ით ლიდერობს, ხოლო დავით მაღლაფერიძეს („ნაციონალური მოძრაობა“) 26.93% აქვს.

თერჯოლაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლაშა გოგიაშვილი 53.38%-ს აგროვებს, დამოუკიდებელ კანდიდატ ბეჟან ბუცხრიკიძეს კი 46.62% აქვს.

საჩხერეში მმართველი პარტიის კანდიდატი ლევან ივანაშვილი 89.79%-ით იმარჯვებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ირინე გრძელიშვილი 10.21%-ს აგროვებს.

ზესტაფონში ვასილ გველესიანს („ქართული ოცნება“) 53.88% აქვს, ხოლო ბაქარ ხიჯაკაძეს („ნაციონალური მოძრაობა“) 37.47%.

ვანში მმართველი პარტიის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი 64.81%-ს აგროვებს, ხოლო ბადრი მებურიშვილს „ნაციონალური მოძრაობიდან“ 35.19% აქვს.

სამტრედიაში „ქართული ოცნების“ კანდიდატ დავით ბახტაძეს 60.29% აქვს, ხოლო მამუკა ბიბილეიშვილს „ნაციონალური მოძრაობიდან“ 32.49%.

ხონში ლადო ჯურხაძეს („ქართული ოცნება“) 60.43% აქვს, ხოლო ზურაბ ჯიბუხაიას („ევროპული საქართველო“) 39.57%.

ჭიათურაში მმართველი პარტიის კანდიდატ გივი მოდებაძეს 55.41% აქვს, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატ ნოდარ ჩაჩანიძეს 35.65%.

ტყიბულში „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ჩერქეზიშვილი 53.87%-ით ლიდერობს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ბესიკ ზოსიაშვილს 36.37% აქვს.

ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილს („ქართული ოცნება“) 61.93% აქვს, ხოლო ელგუჯა კალანდარიშვილს (გახარია – საქართველოსთვის) 24.02%.

ჩოხატაურში დავით შარაშიძეს „ქართული ოცნებიდან“ 61.86% აქვს, ხოლო ნონა სიხარულიძეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ 21.82%.

აბაშაში გიგა გაბელაიას („ქართული ოცნება“) 54.31% აქვს, ხოლო ნუგზარ წიკლაურს („ნაციონალური მოძრაობა“) 32.99%.

ქედაში მმართველი პარტიის კანდიდატი როლანდ ბერიძე 56.66%-ით ლიდერობს, ხოლო რამინ ბერიძეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ 35.51% აქვს.

ქობულეთში „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლევან ზოიძეს 53.05% აქვს, ხოლო ბონდო თედორაძეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ 38.24%.

შუახევში ომარ ტაკიძე („ქართული ოცნება“) 57.09%-ით იმარჯვებს, როინ ზოიძეს („ნაციონალური მოძრაობა“) 33.03% აქვს.

ხულოში კი მმართველი პარტიის კანდიდატ ვახტანგ ბერიძეს 54.26% აქვს, გოგიტა სოლომონიძეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ 36.41%.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 64-დან 20 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ამ დროის მონაცემებით, ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 47.83 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 30.69 პროცენტი. რაც შეეხება თბილისს, ცესკო-ს მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 40.73 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 28.42 პროცენტი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.