მერილენდის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

16:56, 20.03.2018

აშშ-ში, მერილენდის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს. შემთხვევა ლექსინგტონ პარკში მდებარე Great Mills-ის სკოლაში მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დაუდასტურებელი მონაცემებით არიან დაჭრილები.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, გასულ თვეში ფლორიდის სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი