მერილენდის შტატში უცნობმა პირმა გაზეთის ოფისში ცეცხლი გახსნა - დაღუპულია სულ მცირე ოთხი ადამიანი
მერილენდის შტატში უცნობმა პირმა გაზეთის ოფისში ცეცხლი გახსნა - დაღუპულია სულ მცირე ოთხი ადამიანი

მერილენდის შტატში, გაზეთ Capital Gazette-ის ოფისში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა კიდევ ეჭვმიტანილები. ამჟამად ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ისინი შენობას ჩხრეკენ.

სროლა დედაქალაქ ვაშინგტონიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ანაპოლისში მოხდა. გამოცემის ოფისში სროლის ხმა ადგილობრივი დროით 12:30 საათზე გაისმა, რის შემდეგაც მალევე განხორციელდა ევაკუაცია.