მერებაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - მჯერა ჩვენი ბიჭების, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავლენ
მერებაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - მჯერა ჩვენი ბიჭების, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავლენ

გიორგი მერებაშვილი კარგად გრძნობს, პოლონეთის ექტრაკლასას პლოცკისვისლაში“ ვარჯიშობს და საბედნიეროდ, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„მე კარგად ვარ, საბედნიეროდ, კორონავირუსი არ დამიდასტურდა და ვვარჯიშობ ჩვეულებრივად. თუმცა, არ დავმალავ, გუნდში იმდენი ინფიცირებულია, მიკვირს როგორ გადავრჩი“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი მერებაშვილი.

ვისლაშიკორონავირუსის ნამდვილი აფეთქება იყო. პლოცკელთა რიგებში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 25 ოქტომბერს დაფიქსირდა. კლუბმა ტესტირება დაუყოვნებლივ „ვისლას“ ყველა წევრს ჩაუტარა და 11 პასუხი დადებითი აღმოჩნდა. სულ კი გუნდში ბოლო დროს კორონავირუსი 31 ადამიანს დაუდგინდა.

გიორგი მერებაშვილი, რომელიც ვლადიმირ ვაისმა ამჯერად ნოემბრის სანაკრებო შეხვედრებზე არ გამოიძახა, დარწმუნებულია, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალს მოიგებს და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

„ამ შეხვედრაზე მოკლედ ვიტყვი – ეს ის თამაშია, სადაც მოედანზე ყველა გავა ერთი ფიქრით – ან გამარჯვება, ან სიკვდილი! ეს ჩვენი ისეთი შანსია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მე მჯერა ჩვენი ბიჭების, რომ გავიმარჯვებთ“, – აცხადებს გიორგი მერებაშვილი.