„მერანმა“ შეკრებაზე „კოლხეთი“ დაამარცხა
„მერანმა“ შეკრებაზე „კოლხეთი“ დაამარცხა

თბილისის „მერანმა“ მეორე ტესტ-მატჩი ფოთის „კოლხეთი 1913“-თან გამართა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

ეროვნული ლიგის დებიუტანტი სეზონისთვის ბათუმში ემზადება და ფოთელებს „ანგისას“ საწვრთნელ ბაზაზე დაუპირისპირდა და 6:1 დაამარცხა. გოლები შენგელიძის, გაფრინდაშვილის, ჩიქოვანის, მახარობლიძის და გაბისკირიას (დუბლი) ანგარიშზეა.

თბილისის „მერანი“: შეყრილაძე, ჭურაძე, ნუსუევი, თევზაძე, გაფრინდაშვილი, ვასაძე, ბოლქვაძე, სარდალიშვილი, შენგელიძე, გოგოლაშვილი, გაბისკირია

მეორე ტაიმი: შეყრილაძე, ავსაჯანიშვილი, ფოფხაძე, თოლორდავა, გაფრანდაშვილი (61. მაშამბა), დათუნაიშვილი, შარიქაძე, ფიფია, ჩიქოვანი, მახარობლიძე, დეისაძე.