„მერანმა“ სარდალიშვილის ტრანსფერი დაადასტურა
„მერანმა“ სარდალიშვილის ტრანსფერი დაადასტურა

თბილისის „მერანი“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. უმაღლესი ლიგის დებიუტანტის პირველი ახალწვეული მიშიკო სარდალიშვილია – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

27 წლის ნახევრმცველმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასულ სეზონში, სარდალიშვილი ​ საჩხერის „ჩიხურას“ ღირსებას იცავდა, სადაც 34 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

თბილისის „მერანი“ აქტიურ მზადებას 15 იანვარს დაიწყებს. მზადების პირველ ეტაპს გუნდი თბილისში გაივლის, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.