განახლებული ეროვნულ ლიგის მე-3 ტურის მატჩში გათამაშების ლიდერმა „ლოკომოტივმა“ ლიგის დებიუტანტ თბილისის „მერანს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.
მატჩი მოულოდნელი სცენარით წარიმართა. „მერანმა“ მეორე ტაიმში უფრო მწვავედ შეუტია და 59-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა: გიორგი კახელიშვილის გადაცემის შემდეგ საჯარიმოში მცველებს იაგო დეისაძემ დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა 0:1.
„ლოკომოტივმა“ანგარიში76-ე წუთზე გაათანაბრა. დავით სამურკასოვის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ მცველებს თემურ შონიამ დაასწრო და საბოლოო ანგარიში დააფიქისირა 1:1.
სამი ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ 7 ქულით ისევ პირველ ადგილზეა, ხოლო „მერანმა“ 3 ქულა დააგროვა და სამივე ჩემპიონატის ფავორიტებთან.
ტურის შემდეგი მატჩები შაბათს და კვირას გაიმართება:
შაბათი, 27 ივნისი
დილა – სამტრედია
21:00. გორი. სტადიონი „თენგიზ ბურჯანაძე“
კვირა, 28 ივნისი
ტორპედო – ჩიხურა
21:00. ქუთაისი. სტადიონი „რამაზ შენგელია“