„მერანმა“ ლიდერს ქულა აართვა
„მერანმა“ ლიდერს ქულა აართვა

განახლებული ეროვნულ ლიგის მე-3 ტურის მატჩში გათამაშების ლიდერმა „ლოკომოტივმა“ ლიგის დებიუტანტ თბილისის „მერანს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

მატჩი მოულოდნელი სცენარით წარიმართა. „მერანმა“ მეორე ტაიმში უფრო მწვავედ შეუტია და 59-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა: გიორგი კახელიშვილის გადაცემის შემდეგ საჯარიმოში მცველებს იაგო დეისაძემ დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა 0:1.

ლოკომოტივმა“ანგარიში76-ე წუთზე გაათანაბრა. დავით სამურკასოვის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ მცველებს თემურ შონიამ დაასწრო და საბოლოო ანგარიში დააფიქისირა 1:1.

სამი ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ 7 ქულით ისევ პირველ ადგილზეა, ხოლო „მერანმა“ 3 ქულა დააგროვა და სამივე ჩემპიონატის ფავორიტებთან.

ტურის შემდეგი მატჩები შაბათს და კვირას გაიმართება:

შაბათი, 27 ივნისი

დილა – სამტრედია

21:00. გორი. სტადიონი „თენგიზ ბურჯანაძე“

კვირა, 28 ივნისი

ტორპედო – ჩიხურა

21:00. ქუთაისი. სტადიონი „რამაზ შენგელია“