„მერანი“ „კოლხეთთან“ დამარცხდა - მარტვილურ სპარინგში შვიდი გოლი გავიდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2-ის განახლებამდე მარტვილის „მერანმა“ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა – ცოტნე მონიავას გუნდმა ლიგა 3-ის მონაწილეს, ფოთის „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
სპარინგ-მატჩი მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის არენაზე ჩატარდა და უხვგოლიანი გამოდგა. ფოთელებმა მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, ანგარიში სამჯერ გათანაბრდა, საბოლოო შედეგი კი 90-ე წუთზე ფოთელმა ფეხბურთელმა კოკაიამ დააფიქსირა და „კოლხეთმა“ 3:4 გაიმარჯვა.
მერანი (მარტვილი) – კოლხეთი 1913 (ფოთი) 3:4
გოლები: 0:1 ხაბეიშვილი (12), 1:1 ლომთაძე (32), 2:1 ხარაბაძე (38), 2:2 ქომეთიანი (48), 3:2 ლომთაძე (76), 3:3 ქომეთიანი (78), 3:4 კოკაია (90)
ცოტნე მონიავას გუნდი ჩემპიონატის განახლებამდე კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. „მერანი“ 29 ივლისს ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლებს.
რაც შეეხება ეროვნულ ლიგა 2-ს, მარტვილელები ჩემპიონატს 6 აგვისტოს განაახლებენ და სტუმრად „რუსთავს“ დაუპირისპირდებიან.