მერაბ შარიქაძემ „ორიაკი“ დატოვა
მერაბ შარიქაძემ „ორიაკი“ დატოვა

ოთხშაბათს, საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში – „პროდ2“-ში მოასპარეზე „ორიაკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა – მერაბ შარიქაძემ დატოვა. „ორიაკმა“ ქართველი შუამარბს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.


„ბორჯღალოსნების“ კაპიტანი „ორიაკში“ 2014 წლის სეზონში, „ბრესანიდან“ გადავიდა. მან კლუბის სახელით 74 მატჩში მიიღო მონაწილეობა და რვა ლელო დადო. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი მორაგბე.