მერაბ შარიქაძე - საქართველოს ნაკრების მიზანი და ხალხის მოთხოვნაც არის ის, რომ უნდათ შეტევითი თამაშის ნახვა
მერაბ შარიქაძე - საქართველოს ნაკრების მიზანი და ხალხის მოთხოვნაც არის ის, რომ უნდათ შეტევითი თამაშის ნახვა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ „ტაიმაუტში“ სტუმრობისას ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის სათამაშო ტაქტიკაზე ისაუბრა:

„ერთი რაც შემიძლია ვთქვა, აქცენტი იყო შეტევაზე და ლევანი ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ არავინ შენიშვნას არ მოგცემს თუ შეუტიე და არ გამოგივიდა, თუ შეგეშალა თავიდან გააკეთე. ბიჭებს ეს დაეხმარა და წნეხი არ ჰქონდათ. ამიტომაც იყო, რომ უფრო შეტევითი თამაში ვაცვენეთ. თუმცა, ხალხი პორტუგალიასთან თამაშით უკმაყოფილო იყო.

მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ხუთი კვირის განმავლობაში დაცვის ვარჯიში მხოლოდ ერთხელ იყო. იმიტომ კი არა, რომ დაცვა მეორეხარისხოვანია, უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრების მიზანი და ხალხის მოთხოვნაც არის ის, რომ უნდათ შეტევითი თამაშის ნახვა. უფრო მეტი ფოკუსირება იყო და იქნება შეტევაზე და რაც მეტი დრო გავა, დაცვაც დაიხვეწება“.