მერაბ კოკოჩაშვილი - დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილი იღებს, თუმცა, ასევე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის ყოველთვის გადის კონსულტაციას
მერაბ კოკოჩაშვილი - დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილი იღებს, თუმცა, ასევე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის ყოველთვის გადის კონსულტაციას

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებას ქალბატონი სალომე იღებს, თუმცა, ასევე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ ის ყოველთვის გადის კონსულტაციას, – ასე უპასუხა კინორეჟისორმა, მერაბ კოკოჩაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა პრეზიდენტი დამოუკიდებელი ხელისუფლების იმ ნაწილში, რაც აქვს და იღებს თუ არა ის გადაწყვეტილებას თავად.

„ამის გარეშე არ შეიძლება. როდესაც ჩვენ კინოში ვმუშაობთ, სულ ვუსმენთ ერთმანეთს. ეს კოლექტიური სამუშაოა. იმის მიუხედავად, რომ ის პრეზიდენტია და ერთია, კოლექტივთან ურთიერთობის გარეშე არაფერი გამოდის.

თუ გვინდა, წინ ვიაროთ და ერთმანეთს გავუგოთ, კოლექტივის წევრები ვალდებული არიან, ერთმანეთს უფრო ყურადღებით მოექცნენ. მიმაჩნია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში, ძალიან სწორი და ჰუმანურია“, – განაცხადა მერაბ კოკოჩაშვილმა.

დატოვე კომენტარი