მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე RAF-ში კენზო ბიონგი იქნება #1TVSPORT
მერაბ დვალიშვილი RAF-ის (Real American Freestyle) ეგიდით მორიგ შეხვედრას გამართავს. ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დვალიშვილი 19 დეკემბერს დაგეგმილ RAF 16-ის ღონისძიებაზე იასპარეზებს.
ქართველი სპორტსმენის მეტოქე კენზო ბიონგი იქნება. დაპირისპირება მსუბუქი წონის ფარგლებში გაიმართება.
RAF 16 აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში, ლონგ-აილენდზე, Nassau Veterans Memorial Coliseum-ის არენაზე ჩატარდება.
მერაბ დვალიშვილმა RAF-ის წინა ღონისძიებაზე UFC-ის ყოფილი მებრძოლი მარლონ მორაესი დაამარცხა და ორგანიზაციაში წარმატებული გამოსვლა გააგრძელა.
აღსანიშნავია, რომ 19 დეკემბრის ღონისძიებაზე კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, საბა ლაზიშვილიც იასპარეზებს. მისი მეტოქე სერხიო პეტისისა და კოდი გარბრანდტის დაპირისპირების გამარჯვებული იქნება.