მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია UFC-ის ყველა წონის საერთო რეიტინგის ათეულში არიან #1TVSPORT
შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ, UFC-იმ ბოლო ღონისძიების შემდეგ, სადაც სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი გახდა, რეიტინგი განაახლა.
UFC-ის ყველა წონის საერთო რეიტინგში (P4P) სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მეშვიდე ადგილზეა, ხოლო ქვემსუბუქი წონის ქამრის მფლობელი ილია თოფურია მეოთხე ადგილს იკავებს.
ლას ვეგაში გამართულ UFC 306-ზე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
რაც შეეხება თოფურიას, მან დივიზიონის ჩემპიონობა თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის ძლევის შემდეგ მოიპოვა.
P4P რეიტინგის ლიდერი საშუალო წონის ქამრის მფლობელი ისლამ მახაჩევია. მეორე ადგილზე ბრაზილიელი ალექს პერეირაა, ხოლო მესამე პოზიციას ჯონ ჯონსი იკავებს.