მერაბ დვალიშვილი - ჩემი მოსაზრება ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლასთან დაკავშირებით [ვიდეო]
UFC-ის ერთადერთი ქართველი მებრძოლი – მერაბ დვალიშვილი, საკუთარ ფეისბუქ გვედზე, წლის მთავარ ორთაბრძოლას ეხმაურება.
„ჩემი მოსაზრება ხაბიბ ნურმაგამამედოვსა და კონორ მაგრეგორის ბრძოლასთან დაკავშირებით…“, – ამ სათაურით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, დვალიშვილი შეხვედრის დაწყებამდე, ბრძოლის დროს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
MMA-ის ელიტარული დივიზინოს წევრი დვალიშვილი, ხაბიბ ნურმაგომედოვის გამარჯვებას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ირლანდიელი ბრძოლის დაწყებამდეც არასწორად იქცეოდა და წესები ბრძოლის დროსაც არაერთხელ დაარღვია. მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, რომ ღირსეული გამარჯვებული – ხაბიბი მეტოქის მწვრთნელებთან და გუნდის წევრებთან ჩხუბში არ ჩართულიყო და მშვიდად მიეღო დამსახურებული ქამარი. პარალელურად კი მაკგრეგორისა და ალდოს ორთაბრძოლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.
„არ ვიცი შედგება თუ არა რემატჩი, მაგრამ ვფიქრობ, აზრი არ აქვს. ისედაც ყველამ დაინახა, რომ ხაბიბი უბრო ძლიერია. მე ვგულშემატკივრობდი მას, როგორც ძლიერ სპორტსმენს. ვფიქრობ, რომ მაკგრეგორი უფრო მოლაპარაკეა, ვიდრე კარგი მოჩხუბარი, ხაბიბი კი მართლა ძლიერი სპორტსმენია და ამიტომაც მინდოდა მისი გამარჯვება“, – ამბობს დვალიშვილი.
ქართველი სპორტსმენი, თავის შვიდწუთიან ვიდეომიმართვაში ამ ბრძოლასთან დაკავშირებით კიდევ ბევრ საინტერესო თემას ეხება.
ჩემი მოსაზრება ხაბიბ ნურმაგამამედოვსა და კონორ მაგრეგორის ბრძოლასთან დაკავშირებით…
Posted by Merab Dvalishvili on ორშაბათი, 08 ოქტომბერი, 2018