მექსიკის სამხრეთით 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
მექსიკის სამხრეთით 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

მექსიკის სამხრეთით 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი”, ამერიკის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოაჰაკას შტატში, ცხრა კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.

დატოვე კომენტარი