მექსიკის პრეზიდენტი - მექსიკა ჩინეთისთვის ტარიფების დაწესებას განიხილავს
მექსიკა ჩინეთისთვის ტარიფების დაწესებას განიხილავს, – ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა.
შეინბაუმმა აღნიშნა, რომ მთავრობა განიხილავს ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებთანაც მექსიკას სავაჭრო შეთანხმება არ აქვს, მათ შორის ჩინეთთან. მისივე თქმით, ეს ტარიფები იქნება ინიციატივის ნაწილი, რომლის მიზანია შიდა ინდუსტრიის განვითარება იმ პირობებში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკას ტარიფები დაუწესა.
„ჩვენ განვიხილავთ გარკვეული ტარიფების დაწესებას”,- განაცხადა შეინბაუმმა, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია.